არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ – ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს პასუხობს

admin
ავტ.: admin თებერვალი 5, 2020 12:16

არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ – ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს პასუხობს

„ესეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ და მერე შენი ბრალია” – ასე ეხმაურება ზუკა ბერძენიშვილის განცხადებას ქართველი სპორტსმენი, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე.

„ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია ,ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს.მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით“, – წერს ლაშა ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ აქცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს, დავით ბერძენიშვილის შვილმა ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

ამონარიდი ზუკა ბერძენიშვილის პოსტიდან:

„ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს“.

admin
ავტ.: admin თებერვალი 5, 2020 12:16