პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ეჭვის საფუძველი არ არსებობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 19, 2017 14:13

პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ეჭვის საფუძველი არ არსებობს

მნიშვნელოვანი

  • ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები

ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

იან კელის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო არის კარგი.

“წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო. როგორც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთან – ეუთო-სთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა იან კელიმ.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა.

“მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არავის მივცეთ საბაბი, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 19, 2017 14:13

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics