ფრედერიკ ბეგბედერი: მრცხვენია ჩემი მთავრობის, რომელიც არ მოვიდა თქვენს დასახმარებლად

ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი რუსეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ამბობს, რომ “გიჟი დიქტატორი” სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

ის უმოქმედობაში საკუთარი ქვეყნის მთავარობასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ მაგივრად რცხვენია.

“ვლადიმერ პუტინი კი არ არის უბრალოდ ძუ**ა, არამედ შეშინებული და სასაცილო ადამიანი. მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პე**სი. მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი მშიშარა ქვეყნის, რომელიც არ მოვიდა თქვენს დასახმარებლად დაუყონებლივ, მართლა მრცხვენია. გთხოვთ, ახლავე გაწიეთ წინააღმდეგობა, თქვით რასაც გრძნობთ, შეაჩერეთ ეს გიჟი დიქტატორი, თქვენ არ უნდა გაჩუმდეთ, ეს ახლა დაუშვებელია”,- ამბობს ბეგბედერი.

https://youtu.be/482oxxIU1_w

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ბოშებმა რუს დამპყრობლებს კახოვკასთან ტანკი მოიპარეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობით და საწვავით დაეხმარება