“პრაქტიკულად კოალიცია უკვე დაშლილია” – ზურაბ ტყემალაძე

არსებობს თუ არა პარლამენტში უმრავლესობა. ფორმალურად რეგისტრირებული ერთეულის მიუხედავად, მისი დაშლის ნიშნებზე დეპუტატები უკვე ღიად საუბრობენ. არჩევნებზე ქართული ოცნების დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, განცალკევებულ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ გაერთიანების სხვა სუბიექტებიც, შედეგად მმართველ გუნდს კანონპროექტების გატანა შესაძლოა გაუჭირდეს.

“უმრავლესობამ თავისი მისია შეასრულა, საკმაოდ სარგებლიანად, ეს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. მაგრამ ახლა დგება ახალი პოლიტიკური რეალობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ცალ ცალკე წავრსდგებით, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნება წარსდგება ცალკე საზოგადოების წინაშე. მაგრამ დღეს არსებული თეორიული უმრავლესობა ფაქტია, რომ არის. მე პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ და ვაპირებ უფრო აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და უფრო მეტი სარგებლის მოტანას ჩემი ქვეყნისათვის“ – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივნის ზურაბ ტყემალაძის თქმით, უმრავლესობა შენარჩუნდება და მას პრობლემები მათი მხრიდან არ შეექმნება.

“პრაქტიკულად კოალიცია უკვე დაშლილია. დაშლილია იმიტომ, რომ კოალიციიდან გასულები არიან რესპუბლიკელები, ფორუმიც, თავის დროზე ალასანიაც და ასე შემდეგ. რაც შეეხება 2016 წელს, ჩვენ იმ შემადგენლობის პარტიებთან რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, მათთან ერთად კოალიციას არ ვაკეთებთ და ვღებულობთ დამოუკიდებლად მონაწილეობას. რაც შეეხება უმრავლესობას დარწმუნებული ვარ რომ შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება“ – აღნიშნა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს“ – გიორგი გვიმრაძე
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის განცხადებას ავრცელებს