ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს

ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებისა და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” ინფორმაცია მოისმინა.

მოხსენება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა და ფრაქციის წევრებს გააცნო ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების, ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯების შესახებ. მისი თქმით, საანგარიშო წელი რთულად დაიწყო, მაგრამ ეკონომიკური პარამეტრები აპრილიდან იმდენად გაუმჯობესდა, რომ 45%-იანი ზრდა მოგვცა, ხოლო საბოლოო ჯამში კი ქვეყანამ 10,4% წლიური ეკონომიკური ზრდა მიიღო. მან მოკლედ მიმოიხილა გასული წლის საბიუჯეტო წლის მიღწევები, ისაუბრა გარკვეული სახის პრობლემებზეც, რაც ძირითადად კოვიდ-პანდემიას, ამ კუთხით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და ყურადღება ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზეც გაამახვილა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„კითხვები ეხებოდა სხვადასხვა თემებს, მათ შორის, სოციალურს, სუს-ის დაფინასების გაზრდას, გარდა ამისა პოლიციელების, პატრულის, ჯანდაცვის სფეროს და სხვადასხვა რიგითი მოსამსახურეების ხელფასებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გზავნილების დიდი ნაწილი იყო პოლიტიკური, თუმცა ზოგადად, ეს ანგარიში დამაკმაყოფილებლად შემიძლია შევაფასო“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმორალურად ალბათ ყველაზე რთულია, გაამართლო რუსეთის მხრიდან შემოსავალი მაშინ, როცა თავი მოგაქვს ყველაზე დიდ მებრძოლად რუსეთის წინააღმდეგ – ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიაპროკურორები და არა მხოლოდ ისინი, სასამართლო პროცესზე დღეს ცდილობდნენ ექიმებისგან ამოეგლიჯათ თარიღი, ან საათი როდის შეიძლება მოვიდნენ – თუთბერიძე