ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს

ფრაქცია საქართველოს პატრიოტები პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს. მიზეზი პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში დეპუტატთა კვოტირებაა.

პარტიას დელეგაციების დაკომპლექტების პრინციპთან დაკავშირებთ აქვთ პრეტენზიები.

ირმა ინაშვილის განაცხადებით, ისინი არ არიან წარდგენილი ევროპულ დელეგაციებში, მათ შორის ეუთოში.

შეთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან კი მათთვის არც ერთია მისაღები. პარტია ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც გადაწყვეტენ ბოიკოტირების საკითხს.

„საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი და რჩება მხოლოდ ორი პარტია. ორი შეხმატკბილებული პარტია. თუ არ გვექნება საშუალება ამ დელეგაციებში ვიყოთ სრულფასოვნად წარმოდგენილები არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას და ჩვენ ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში,“-განაცხადა ირმა ინაშვილია.

banner
წინა სტატიაშითოვისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
შემდეგი სტატიაგაზის გათიშვის გამო, ბათუმის 24 საჯარო სკოლაში სწავლა შეწყვეტილია