ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.

„ქართველმა ერმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, ევროპულ განვითარებას. ეს არჩევანი მყარი საფუძველია ძლიერი საქართველოს ასაშენებლად,“ – აცხადებენ ფრაქციის წევრები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა – 3705 უბნის მონაცემები დათვალა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შემდეგია:

№5 გრიგოლ ვაშაძე – 40.48%, (780633 ხმა)

№48 სალომე ზურაბიშვილი 59.52%, (1147627 ხმა)

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი პატრიარქს ხვდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : პატრიარქმა მთხოვა, მივსულიყავი საპატრიარქოში, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი