„პრაიმტაიმი“ ყოფილი და მოქმედი თბილისის მერების ხელფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დედაქალაქის მერია კი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია დაზარალებულებს სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფით დაეხმარება.

გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ 2005 წლიდან მერიაში გაცემული ხელფასების რაოდენობით დაინტერესდა. გამოცემამ თბილისის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიგი უგულავას პირველმა ხელფასმა – 1533,33 ლარი შეადგინა. 2007 წელს, უგულავას ხელფასი 500 ლარით იზრდება, რაც საერთო წლიურ შემოსავალზეც აისახება, თუმცა პრემიების ჯამსაც თითქმის 2000-ით ზრდის და ჯამში, მისი შემოსავალი 50 400 ლარს წარმოადგენს, რაც თითქმის 8000 ლარით აღემატება წინა წლის შემოსავალს.

ნარმანიას და უგულავას, ხელფასის სახით აღებული თანხა ერთ წელში ასე გამოიყურება

უგულავამ მოცემულ პერიოდში თანამდებობრივი სარგოს სახით 14 888 ლარი მიიღო, ნარმანიამ კი 4000-ით მეტი – 18 921 ლარი. ყოფილ მერს კი დაემატა დანამატი და პრემია და ჯამში, მისმა შემოსავალმა 41 473,50 ლარი შეადგინა. ნარმანიას საერთო შემოსავალი კი სარგოს ოდენობის დარჩა, რადგან პრემია და დანამატი მას არ მიუღია.

სევდია უგრეხელიძე მერიაში 2013 წლის მარტიდან სარგოს სახით 2950 ლარს იღებდა. მისი შემოსავალი ამ ხნის განმავლობაში, ჯამში, 144 603,69 ლარია (16 თვის მანძილზე), აქედან ხელფასი – 49 016,85 ლარი; დანამატი – გაცილებით მეტი: 61 149,84 ლარი; პრემია კი – 34 437 ლარი.

მთაწმინდის ყოფილი გამგებელი, მოგვიანებით კი მერობის კანდიდატს ნიკა მელიას შემოსავალი კი ასე გამოიყურება – 2013 წელი: იანვარი: ხელფასი – 1225,16 ლარი; დანამატი – 2215,5 ლარი; ჯამში, 3440,66 ლარი.

წელიწად-ნახევრის მუშაობის შედეგად, მთაწმინდის გამგებლად ნიკა მელიამ, ჯამში, 118 795,68 ლარი მიიღო შემოსავლად.

 

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტში გამოქვეყნდება
შემდეგი სტატიატყიბულში 100-მდე მაღაროელი გაიფიცა