პრაიდის კვირეულზე ჰომოფობიური ჯგუფები გამოჩნდნენ- ადგილზე ვითარება დაიძაბა

ლოკაციაზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

ლოკაციაზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოს და ლევან ვასაძის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილები ისმის. ძალადობრივი ჯგუფები ამბობენ, რომ პრაიდის კვირეულის ჩაშლას აპირებენ, მათ შორის აპირებენ კვირეულის პირველი ღონისძიების ჩაშლასაც.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს.

არსებული ინფორმაციით, ფილმის პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. კერძოდ, კი ღონისძიებას ელჩი გახსნის, თუმცა რომელი ქვეყნის ჯერჯერობით უცნობია.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.

 

banner
წინა სტატიაში“ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარადჭერას.”
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილმა განმარტა, როგორ გადანაწილდება სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 7 მილიარდი ლარი