ლევან დავითაშვილმა განმარტა, როგორ გადანაწილდება სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 7 მილიარდი ლარი

როდესაც პრემიერი საუბრობდა 7 მილიარდზე ან 3-მილიარდიან ინვესტიციაზე, ამ შემთხვევაში ვსაუბრობდით მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა, რომელიც კომპლექსურია, ბიუჯეტიდან დიდ თანხებს საჭიროებს. საუბარი გვქონდა გარემოს დაცვით პრიორიტეტებზე, მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და სადაც ასევე განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ხარჯები.

კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის განცხადება გულისხმობდა ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში, საიდანაც 7 მილიარდიდან სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, პირდაპირ კერძო სექტორის წახალისებაზე იქნება 3 მილიარდი, ხოლო 4 მილიარდი იქნება კერძო სექტორის მიერ მოზიდული ინვესტიციები სოფლის მეურნეობის განვითარება შემდეგი 10 წლის განმავლობაში“, – ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს“.

banner
წინა სტატიაშიპრაიდის კვირეულზე ჰომოფობიური ჯგუფები გამოჩნდნენ- ადგილზე ვითარება დაიძაბა
შემდეგი სტატიასამართალდამცავები “პრაიდის“ ღონისძიების ტერიტორიიდან ფალავანდიშვილისა და მისი მომხრეების გარიდებას ცდილობენ