“ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარადჭერას.”

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, გოგი წულაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას უცხადებდა, ასევე, მოსამართლეს, რომელმაც ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

“ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარადჭერას. დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ და თუ თვლიან ისინი, რომ ამ ხელისუფლებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეული, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა ისევ წამოიწია და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, კაცი შვილს არ ვუხსენებივარ.

მე მიკვირს, პროკურატურის განცხადებაში იყო ჩემი სახელი და გვარი ნახსენები, რომ ვიყავი უკანონო მოსმენაზე და ოპოზიციას არ ვუხსენებივარ, “ოცნებამ” მახსენა. ამას ყველაფერს გვერდით გადავდებ, მთავარია ამ ქვეყანაში უსამართლო სასამართლო დამთავრდეს”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაში“რიტორიკას, რომელსაც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი, მხარი აუბა გიორგი გახარიამ”
შემდეგი სტატიაპრაიდის კვირეულზე ჰომოფობიური ჯგუფები გამოჩნდნენ- ადგილზე ვითარება დაიძაბა