ფოთში თევზაობისას მამაკაცი დაიხრჩო

ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა