“ფოთის პორტში თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება, მათ პირადობის მოწმობებს ართმევენ და აიძულებენ, ზურაბიშვილს მისცენ ხმა”

ფოთის პორტში თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება, მათ პირადობის მოწმობებს ართმევენ და აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფოთის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია შტაბში ანონიმური წერილის საშუალებით მიიღეს.

„კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი, შემოაგდო ვიღაცამ წერილი და გაიქცა. აღტყინებული ადამიანის წერილია, რომელიც წერს, რომ სამი დღეა, პორტში მიმდინარეობს თანამშრომლებზე ზეწოლა. ართმევენ პირადობებს, წინასწარ ინიშნავენ ნომრებს და ეუბნებიან, თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემ ხმას, გაგათავისუფლებთ სამსახურებიდანო. თან ეუბნებიან, იმიტომ გართმევთ ამ პირადობას, რომ თქვენი მიცემული ხმა გაკონტროლდებაო. ეს არამარტო პორტში ხდება, ყველა სამსახურებში ასეა”,- აცხადებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბის ხელმძღვანელი დარეჯან ცხვიტარია.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში აღნიშნულ ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა

banner
წინა სტატიაშიჩატაევი სულ რაღაც 20 დღე იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ არ შემოგვიყვანია – ირაკლი ჩიმაკაძე
შემდეგი სტატიავალერი გელაშვილი – გიორგი ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო, სადაც უნდა, პირზე დავადგები