ფოთის პოლიციის თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს

ფოთის პოლიციის თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს. მისი ანალიზები კი ლუგარის ცენტრში გადააგზავნეს. იგი კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წლის ექიმის შვილია. პოლიციელთან ერთად ანალიზის შედეგს ელოდება მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა მხეიძის თქმით, ინიფიცირებული ექიმის ოჯახის წევრები განმუხურის საკარანტინე ზონაში არიან.

კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ფოთელი ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

banner
წინა სტატიაშიკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ბრიფინგი გამართა