ფოთის მერია- პროგრამა ,,სარიტუალო მომსახურება” 2 ათეული წელია ხორციელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საინფორმაციო საშუალებების მიერ, კუბოების შეძენასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. მუნიციპალიტეტში განმარტავენ,რომ “სარიტუალო მომსახურება” ერთ-ერთია იმ სოციალურ პროგრამებს შორის,რომელსაც ფოთის მერია ახორიელებს. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

,,გვინდა გამოვეხმაუროთ, ფოთის მერიის მიერ კუბოების შეძენასთან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
2 ათეული წელია ქალაქ ფოთის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას „სარიტუალო მომსახურება“, რომლითაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულის, ომის ვეტერანის თუ მათთან გათანაბრებული პირებისა და უპატრონო მიცვალებულისთვის სარიტუალო სასახლის შეძენა ხდება.
გარდა ამისა, ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს პროგრამა, რომლითაც მერია ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს 300 ლარით ეხმარება.
ელექტრონული ტენდერით ვლინდება კომპანია, რომელიც სარიტუალო სასახლეებს, წლის განმავლობაში, მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს. რაოდენობა, სტატისტიკის შესაბამისად დგინდება.

„სარიტუალო მომსახურება“ ერთ-ერთია იმ 22 სოციალურ პროგრამას შორის, რომელსაც ფოთის მუნიციპალტიეტი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე 2019 წელს, ქალაქის ბიუჯეტში 1 მილიონ 730,4 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის 10,85 %-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში15 იანვრიდან სამშენებლო მასალების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას პარლამენტის მხარდაჭერა არ აქვს