ფოთის მერი: ,, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ“

ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
მიმდინარეობს ტროტუარების და ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ზამთრის ჯაზფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome   – ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა