პოროშენკოს ფაბრიკას რუსეთში 200 მილიონად გაყიდიან

პოროშენკოს ფაბრიკას რუსეთში 200 მილიონად გაყიდიან

პოროშენკოს ფაბრიკას რუსეთში 200 მილიონად გაყიდიანსაკონდიტრო ქარხანა Roshen, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ჰოლდინგს ეკუთვნის და რომელიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკში მდებარეობს, გაყიდიან – ამის შესახებ რუსულ მედიაში Roshen-ის გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ მასკალევსკიმ ისაუბრა.
“ჩვენ დაახლოებით 200 მილიონის აქტივები გავიტანეთ” -თქვა მან და დაამატა, რომ როგორც წესი, აქტივებს “ნორმალური მყიდველი არ ყავს, რადგანაც რატომღაც ყველა იატაკქვეშ წავიდა”.
2015 წლის იანვარში პოროშენკომ განაცხადა, რომ Roshen-ის აქციები სამართავად “ბრმად მიანდო სხვებს”. სანამ ის პრეზიდენტის პოსტზე იმყოფება, მას უფლება არა აქვს Roshen-ის საქმიანობაში ჩაერიოს, მათ შორის მიიღოს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედროების დანაშაული სირიაში (ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აკრძალეს