აკრედიტაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს.იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნოკომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები)დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლებამიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოსსაარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებითმიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე). მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქშისურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისმდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას,რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა – შესაბამისი საოლქოსაარჩევნო კომისიის მდივანი.აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაშიმედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ: ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებშესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთებისწარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის – გიორგი ჯავახიშვილის სახელზე; ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია,რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსგააშუქებენ.  აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთადდანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში(იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაშიმითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლებისწარდგენა.მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge, ან უშუალოდ ცენტრალურსაარჩევნო კომისიაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.). შესაბამისისაოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები იხილეთ ბმულზე: განცხადების წარდგენიდან ერთი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნოკომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხსდა აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთიდღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულადწარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კიიმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:2510051/1902510051/1512510051/133595881755 – ნანა მეშველაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილების თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს ხელისუფლებამ კრაკოვეცში ,,ტიტუშკების,, ახალი პარტია ჩაიყვანა
შემდეგი სტატიაბატალიონი „დონბასი” კრაკოვეცში