პოროშენკომ უკრაინელები დსთ-დან გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლები დსთ-ს ყველა ორგანოდან გაიწვია. “ჩვენ ყველანი ერთად ევროპისკენ მივდივართ” – თქვა პოროშენკომ ვინიცაში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის დღეს მიეძღვნა. უკრანის პრეზიდენტმა თქვა, რომ “უკრაინელები არიან ევროპული ერი, რომელმაც უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. ჩვენი თანამოქალაქეების 70%-ზე მეტი უკრაინის ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, უკრაინა დიდი ევროპული ოჯახის წევრი მალე გახდება” – დაამატა პეტრე პოროშენკომ

banner
წინა სტატიაშიერაყის საპარლამენტო არჩევნებზე ას-სადრის შიიტურმა ბლოკმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაგროზნოში მართლმადიდებელ ტაძარს თავს დაესხნენ