ერაყის საპარლამენტო არჩევნებზე ას-სადრის შიიტურმა ბლოკმა გაიმარჯვა

ერაყის საარჩევნო კომისიამ შაბათს გამოაცხადა, რომ ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა დააგროვა მოძრაობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს შიიტი მუსკად ას-სადრი, რომელიც ერაყის ომის დროს აშშ-ს წინააღმდეგ იბრძოდა. ას-სადრიმ, რომელიც კომუნისტებთან ერთად რეფორმების მომხრე ყო, 54 ადგილი მიიღო. ალიანსმა “დაპყრობა” 47 ადგილი მიიღო, ალიანსმა “გამარჯვებამ”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი ხელმძღვანელობს – 42 ადგილი. თვითონ ას-სადრს არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებადა ქვეყნის პრემიერ-მინსიტრად გახდომა, მაგრამ ის ალიანსის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა და გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 12 მაისის არჩევნების შედეგები დაგვიანებით გამოცხადდა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშირამდენია იმის ალბათობა, რომ ელექტრო სიგარეტი მოგკლავთ
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უკრაინელები დსთ-დან გაიწვია