პოროშენკო-ლუკაშენკოს შეხვედრაზე ,,FEMEN,,-ის მკერდშიშველი აქტივისტი(ვიდეო)

21 ივლისს კიევში გამართულ უკრაინისა და ბელორუსის პრეზიდენტთა შეხვედრის შემდგომ გამართულ შეთახმებათა ხელმოწერის ცერემონიის დროს, დარბაზში შეპარული ორგანიზაცია ,,FEMEN,,-ის აქტივისტმა მკერდი გაიშიშვლა და ლოზუნგების წამოძახილი დაიწყო.
,,ჟივე ბელარუს,, ,,სტოპ დიქტატურა,, ყვიროდა ახალგაზრდა ქალი, როდესაც ის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება, გარეგნულად არც ბელორუსს გავდა და არც უკრაინელს, თუმცა მისი საპროტესტო ლოზუნგები აშკარად ლუკაშენკოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

banner
წინა სტატიაში,,ხელი გაწიე პატრიარქო კირილ,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკალაშნიკოვი – უფრო მარტივია უბრალო ენით საუბარი, ვიდრე იარაღის ენით