პოპ-კორნი მოიმარაგეთ. ჩვენ არა ვართ ბანანის რესპუბლიკა – მიხეილ სააკაშვილი

ქართული ოცნება ისევ ოპოზიციის ყიდვას ცდილობს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია როგორ სთავაზობდა ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლას და სანაცვლოდ 1-დან 3-მილიონამდე დოლარს

მთავარია, რომ ოპოზიცია გაერთიანდა და მათი ყიდვა ვერავინ შეძლო. დიახ, ვიღაცას არ მოსწონს ტაქტიკა და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მე ვიცი, რომ თითოეულ ოპოზიციონერს ისინი ერთიდან სამ მილიონამდე დოლარს სთავაზობდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ისინი პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ წნეხი საზოგადოებისგან იმხელაა, რომ ყველამ უარი თქვა. ჩვენ მათ დავამარცხებთ და როგორ მოხდება ეს, თავად ნახავთ. პოპ-კორნი მოიმარაგეთ. ჩვენ არა ვართ ბანანის რესპუბლიკა ” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებასა