ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად 20 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს – შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად 20 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი – ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით)”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება “- უგულავა
შემდეგი სტატიარიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება