ფონიჭალაში მოკლული ქალის ნათესავები, მკვლელობაში ყოფილი ქმრის მონაწილეობას უარყოფენ

ზემო ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში გადაასვენეს.

გარდაცვლილის ბიძა გენო ბერაძე გავრცელებული ინფორმაციას, რომ მკვლელობის საქმეში მოკლული ქალბატონის ყოფილი ქმარია დამნაშავე, კატეგორიულად უარყოფს.

გენო ბერაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარდაცვლილი თითქოს მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა.

„ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს იყო ჩემი ძმიშვილის პირველი ქორწინება. შოკში ვართ ამ საშინელი ტრაგედიით. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ დაგვჩაგრავს და დაგვეხმაროს ამ ფაქტის გამოძიებაში“, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

banner
წინა სტატიაშიახალი მეტროსადგური – ნოდარ ჯავახიშვილს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
შემდეგი სტატიათბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი შეკეთდება