ფონიჭალაში ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა

ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მობრუნების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება პოლიციამ 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ამ დროისათვის ავტომობილის მძღოლი მკურნალობას სახლში გადის.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან მიმართებაში სამი თეთრით გამყარდა
შემდეგი სტატიაპროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო პარტნიორები გამოკითხვაზე დაიბარეს