პოლონეთს ტყის მასივის გაჩეხვის გამო დღეში 100 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:34

პოლონეთს ტყის მასივის გაჩეხვის გამო დღეში 100 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს

მნიშვნელოვანი

  • პოლონეთს ტყის მასივის გაჩეხვის გამო დღეში 100 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს

სხვა სტატიები

ლუქსემბურგში ევროსასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთმა, ბელოვეჟის ტყის გაეჩეხვაზე ნებართვის გაცემით, ევროკავშირის კანონი გარემოს დაცვის შესახებ დაარღვია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 17 აპრილს გაასაჯაროვეს, ნათქვამია, რომ პოლონეთმა დაარღვია აღებული ვალდებულებები ბელოვეჟის ტყის გაჩეხვაზე ნებართვის გაცემით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უკანასკნელი პირველყოფილი ტყეა და რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ფონდში შედის.

ლუქსემბურგის სასამართლოში საჩივარი ევროპის კომისიამ შეიტანა. მოსამართლე მარეკ საფიანმა დაადგინა, რომ ტყის გაჩეხვა, რომელიც 2016 წელს დაიწყეს, მრავალი ჯიშის უნიკალური ცხოველისა და ფრინველის გადაჯიშებას გამოიწვევს, ასევე, უნიკალური ფლორისას.
პოლონეთმა, თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ტყეში გავრცელებულია ხის ქერქის ხოჭო, ასევე, ტყეში ხანძრის გაჩენის საფრთხის შემცირებით. თუმცა, ევროკომისია ვარშავას არგუმენტებს არ დაეთანხმა და ევროკავშირის სასამართლოში იჩივლა. პოლონეთის დამნაშავედ ცნობა ევროკავშირის კანონების დარღვევაში ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, მას დღეში 100 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრონ.

პოლონეთმა უკვე განაცხადა თანხმოიბა ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, რომელიც ტყის უპირობო გაჩეხვის მომხრე იყო, განაცხადა, რომ ლუქსემბურგისგან მოქმედების ინსტრუქციას ელოდება.

ბელოვეჟის ტყეს წლების მანძილზე ასობით მოხალისე იცავდა. ისინი ტყეში მიდიოდნენ, სამუშაო ტექნიკის წინ წვებოდნენ, რომ მათთვის მუშაობის უფლება არ მიეცათ, ამინდის მიუხედავად დარაჯობდნენ ხეებს, გაშლილ კარვებში მოხალისეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ისინი ჩადიოდნენ როგორც პოლონეთის სხვადასხვა ადგილებიდან, არამედ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics