პოლონეთის პრემიერმა უკრაინაში დიდი ოდენობით იარაღის გაგზავნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, უკრაინაში შეიარაღების მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ეს წარმოადგენს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იარაღის ყველაზე მასშტაბურ ექსპორტს.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი დიდი, თუ უდიდესი არა, კონტრაქტი შეიარაღების ექსპორტის შესახებ.

„ეს არის დროის მიერ გამოცდილი იარაღი, ზედმიწევნით შემოწმებული, რომელიც არა მხოლოდ ცეცხლით ნათლობას გაივლის, არამედ, როგორც ახლა ჩვენ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა მორავეცკიმ პოლონეთის ქარხანა Huta Stalowa Wola -ში, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მარგალიტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები მთელი ძალით ცდილობენ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდებას და ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილის „გაჭრას“