პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” ცესკო-ს მხარდაჭერას სთხოვს

თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად პოლოტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” ცესკო-ს მხარდაჭერას სთხოვს.

შესაბამისი წერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მამუკა გამყრელიძემ და ზურაბ ხარატიშვილმა შეიტანეს.

მამუკა გამყრელიძის თქმით, წერილით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრას და ამ საკითხზე საუბარს ითხოვენ.

“ამ დროის მონაცემებით პრაიმერი საუკეთესოს გამოსავლენად ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ალეკო ელისაშვილს შორის უნდა ჩატარდეს. იმედია, რამოდენიმე კანდიდატი კიდევ წარდგენილი იქნება. ერთი კანდიდატი წარდგენილი ჩვენი მხრიდანაც იქნება”,-აღნიშნა გამრელიძემ.

ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, კი, მიმართვა მხოლოდ ცესკო-ს მიმართ არ არის და მიმართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არასამთავრბ სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები, რომლებსაც გირაო შეეფარდათ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა