პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თეონა ჭალიძეს სამსახურში აღადგენენ

2-წლიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნავთლუღის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე გადაწყვეტილებით, ისნის გამგეობას თეონა ჭალიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა. თეონა ჭალიძის ინფორმაციით, ის ხელფასის სახით ყოველთვე 1500 ლარს იღებდა, შესაბამისად, გამგეობას მისთვის 36 000 ლარის გადახდა მოუწევს(1500×24).

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ანზორ ხატიაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება, თეონა ჭელიძის სამსახურში დაუყოვლებლივ აღდგენა ისნის გამგეობას უკვე დაევალა.

თეონა ჭალიძე ნავთლუღის მინუციპალიტეტის თანამშრომელი 2013 წელს გახდა. თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მის თანამშრომლებს განცხადების დაწერა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვეს. იმის გამო, რომ მან თავიდანვე უარი თქვა განცხადების დაწერაზე და სამსახურიდან პირადი სურვილით წასვლაზე, როგორც თავად ამბობს, შენიშნვნა „შეუთითხნეს“, საყვედური დაუწერეს და ისნის რაიონის გამგებელმა, ვახტანგ ქიზიყურაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა…

 

ყურადღება!
სასამართლო პროცესი მოვიგე!
თეონა ჭალიძე VS თბილისის მერიის ისნის რაიონის გამგეობა დასრულდა ჩემი გამარჯვებით!
დადასტურდა, რომ უკანონოდ გამათავისუფლეს 2014 წლის ოქტომბერში სამსახურიდან, კერძოდ ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. დადასტურდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს და ახლა მოუწევთ დაუყოვნებლივ აღმადგინონ!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თეონა ჭალიძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესის სენატი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის მომხრეა