პოლიტიკური ექსპორტის დასასრული

პოლიტიკური ექსპორტის დასასრული

უკრაინული რევოლუციის პერიოდში და მას შემდეგ, ქართველ პოლიტიკოსთა, კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობის”, უკრიანის მხარდაჭერა შეიძლება ითქვას წარმატებული ნაბიჯი იყო, მინიმუმ ასე თვლიდნენ თვით უკრაინელები და საქართველოს ხელისუფლების იმ პერიოდის უნიათობის ფონზე, ამის არ აღიარება არამართებული იქნება.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ამ ბოლო პერიოდში, უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გამოღვიძებისა და უკრაინაში იმპორტირებული პოლიტიკოსთა პრობლემები ითხოვს რაციონალური ნაბიჯების გადაგმას, ისე რომ ბზარი არ გაჩნდეს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებში. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება და უკრაინაში ჯერ მოქმედი პოლიტიკოსები, ამ პატური მდგომარეობიდან გამოსავლის გზებს იპოვნიან. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესები მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე პიროვნული შუღლი. სააკაშვილის მიამრთ საქართველოს პრეტენზიები, არ უნდა გაცდეს საზღვრებს მიღმა. ჩვენი ბინძური საცვლები, ისევ ჩვენი გასარეცხია და ამაში სხვისი დახმარება არ გვჭრდება.

ის რომ ნაციონალების უკრაინული მარათონი დასასრულს უახლოვდება, ნათლად ჩანს ამ ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში გამძფრებული დამოკიდებულებიდან. სააკაშვილმაც უნდა გაითვითცნობიეროს ის, რომ ერთი და იგივე წყალში ორჯერ არ შედიან და უკრაინა საქართველო არაა და არც სააკაშვილია უკრაინელი. რაც დროზე მიხვდება ამას და დაასრულებს ამ მარაზმს, რადგან ამას უკვე პოლიტიკასთან არაფერი კავშირი არა აქვს, მით უკეთესი მისთვის, და რაც მთავარია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისათვის.

პოსტ-კომუნისტურ სივრცეში, უკრაინა არის საქარველოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქვეყანა და ამ ურთიერთობების გარისკვის უფლება არავის არ აქვს. მარტივი ენით რომ ავხსნა, სანამ შერცხვით, დროზე მოცილდეთ იქაურობას და ნუ წავუხდენთ უკრაინელებს ქართველებზე შთაბეჭდილებას.

 

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ანტისირიული სანქციები ერთი წლით გააგრძელა
შემდეგი სტატია(video) ერაყის არმიამ ელ-ფალუჯის განთავისუფლება დაიწყო