პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს კონსპირაციები და ეჭვიანობა- აბაშიშვილის პასუხი კობახიძეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უკვე ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ. აბაშიშვილის შეფასებით, როდესაც საზოგადოებასთან კომუნკიაციის შეწყვეტა ხდება, ამას მოსდევს კონსპირაციები, შეთქმულების თეორიები და ეჭვიანობა:

„პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში და ვიწრო სივრცეში, ამ დრო აქვს სწორედ ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფერის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმე კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც ექსპერტებშიც. სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან დაკავშრებით, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით.ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ექსპერტებთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ღიად, მაგრამ ეს იყო ღია კონსულტაციების თემატურ საკითხებზე და არა კონსპირაციული“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია პროცესისთვის”- ანა ნაცვლიშვილი კობახიძის ბრალდებას პასუხობს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის დელეგიტიმაცია – ,,საჭიროა სრული კონსენსუსი ოპოზიციაში და არა ცალკეული გამოხტომები“