“ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია პროცესისთვის”- ანა ნაცვლიშვილი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არასწორია და აზიანებს საკონსტიტუციო კომისის მუშაობის პროცესს.
საია-ს ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

ნაცვლიშვილი პრეზიდენტსა და ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან აღნიშნული შინაარსის კონსულტაციებს არ ადასტურებს.

„ჩვენთან ასეთი კონსულტაციები არ ყოფილა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. ამ ტიპის კონსულტაციების შესახებ არცარაფერი მსმენია, მით უფრო არ ყოფილა მსგავსი საუბრები პრეზიდენტთან ან მის წარმომადგენლებთან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან დკავშირებით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია დაარ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესის,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სავალდებულო უნდა გახდეს ოპერატიული ჯგუფისთვის, თან ქონდეს ვიდეოკამერა”- კამპანია “არა ჩადებას” ინიციატივა
შემდეგი სტატიაპოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს კონსპირაციები და ეჭვიანობა- აბაშიშვილის პასუხი კობახიძეს