საკონსტიტუციო კომისიის დელეგიტიმაცია – ,,საჭიროა სრული კონსენსუსი ოპოზიციაში და არა ცალკეული გამოხტომები“

საკონსტიტუციო კომისიის დელეგიტიმაციის აუცილებლობაზე საუბრობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრის სრული კონსენსუსი და დაწყება კონსულტაციების, სადაც მოხერხდება შეჯერება პრინციპზე – ,,ყველა მინუს ხელისუფლება“.
,,საკონსტიტუციო კომისიის დელეგიტიმაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც არა გამოხტომებით, არამედ პოლიტიკური სპექტრის სრული კონსესუსით მიიღწევა. ყველა მინუს ოცნება! – მხოლოდ ასე შეიძლება ჩაიშალოს არაფორმალური მმართველის გეგმა – შეიქმნას თავისთვის, გრძელვადიანი მმართველობისთვის სასათბურე პირობები!!

ჩვენ, ეროვნულ-დემოკრატები და ბევრი სხვა, მათ შორის კვალიფიციური პარტიები, არ ვართ ამ კომისიის წევრი. ხელისუფლებამ კომისია შქმნა მისთვის სასარგებლო პრინციპით, მათ აქვთ კომისიაში ის უმრავლესობა, რომლითაც ყველაფერს გადაწყვეტენ. რამოდენიმე პრინციპული საკითხი – პრეზიდენტი, საარჩევნო სისტემა თუ უმრავლესობამ ხელის გადაგრეხვის პრინციპით გადაწყვიტა, კომისიაში ყოფნა აზრს კარგავს, რადგან დემოკრატიული ფასადის შექმნას მოემსახურება მხოლოდ. მაგრამ უნდა გაიმართოს კონსულტაციები და უნდა მოხერხდეს ,,ყველა მინუს ხელისუფლება“ ვითარების შექმნა“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს კონსპირაციები და ეჭვიანობა- აბაშიშვილის პასუხი კობახიძეს
შემდეგი სტატიაწულუკიანზე უკეთესი ,,შემსრულებელი“ – ბესელია ახალი მინისტრი?