“პოლიტიკურ პროცესში ვართ და ნაცვლად კუდიანებზე ნადირობისა, ჩვენ ამ პროცესს უნდა მივყვეთ”

„რაც შეეხება საკითხს, რომელიც დღეს გაირკვა, თითქოს ალეკო ელისაშვილი ელაპარაკება ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ის იყოს განმსაზღვრელი, მე ეს იდეა მომისმენია. ჩემი აზრით, ეს არ არის ბატონი ალეკოს იდეა, ვიცი, რომ ეს არის ფასილიტატორების იდეა და ძლიან მაინტერესებს.

აქამდე ამ იდეაზე სერიოზულად არ გვისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო იდეაა, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაჟღერებულა. ამიტომ მინდა, ჩვენ კი არ ვეძებოთ კუდიანები – მაგალითად, ალეკო დადის თუ არა მოსალაპრაკებლად ხელისუფლებასთან, ან იაგო დადის თუ არა, არამედ, თუ ეს რეალური შესაძლებლობაა, ვთხოვოთ ფასილიტატორებს, გააგრძელონ ამ იდეაზე მუშაობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, კითხვაზე:„ გაქვთ თუ არა ხელისუფლებასტან ცალკე მოლაპარაკებები, ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არც ხელისუფლებასთან და არც ნებისმიერ პარტიასთან საუბრის პრობლემა არ აქვს, არამედ ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„მე ზოგადად არავისთან სიარულის და ლპარაკის პრობლემა არ მაქვს. ეს იდეა ისე მაინტერესებს, მზად ვარ, ხელისუფლებას შევხდე და დაველაპარაკო. საერთოდ არ მგონია აქ რამე პრობლემა იყოს. მე მგონია, რომ შეთქმულებების ძიებას უნდა დავანებოთ თავი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რა გვინდა და რა შემთხვევაში შევალთ პარლამენტში, ამისთვის მე ყველას დაველპარაკები, ხელისუფლებასაც, ალეკო ელისაშვილსაც, „ნაციოალურ მოძრაობასაც“ და ნებისმეირ პარტიას. პოლიტიკოსები ვართ და პოლიტიკური პროცესია. მე პრობლემა მაქვს, რომ ხელისუფლება არ გველაპარაკება და არა ის, რომ მე ვიმალები ვინმესთან სალაპარაკოდ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია აცხადებს, პარლამენტი დასაბრუნებელია და იმის გამოსწორება, რაც არჩევნებზე მოხდა, მხოლოდ შეთანხმებით არის შესაძლებელი.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლებას და ეს არის პრობლემა, ჩენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს შედეგები არ გადაკეთდა ან არ გადმოკეთდა. ზოგადად, ნდობა არ არსებობს, განა, ეგ არ იქნებოდა პატიოსანი წინდადება ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, ინსტიტუციები გვქონდეს და ვენდობოდეთ, რომ თუნდაც ცესკოში არავინ არ შევარდა და ეს ყუთები არ გახსნა. ამიტომაა, რომ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ხელისუფლებამ რამდენად გააყალბა არჩევნები. ამიტომაა აერთადერთი გზა შეთანხმების მიღწევა და კონსენსუსი. იმის გამოსწორება, რაც არჩევნებზე მოხდა, არის მხოლოდ შეთანხმებით შესაძლებელი. რაც გამოსასწორებელია არის ის, რომ პარლამენტია დასაბრუნებელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი პარლამენტი გვქონდა, რომელსაც ასე თუ ისე ვაღიარებდით და მის მეირ მღებულ კანონებს ვცნობდით. ახლა პარალამენტი დავკარგეთ. ამაში უმთავრესი დამნაშავე ხელისუფლებაა, როგორც არჩევნების უხეიროდ ჩამტარებელი, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოპოზიციასაც, თუ სრული სიმართლე არ იქნება ოპიზციის მხარეს, ეს სიამრთლე კი ახლა ფასილიტატორებთან ირკვევა. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და შემოთავაზებები. ამიტომ, ჩემი ზარით, ჩვენ ამ პროცესს უნდა მივყვეთ, ნაცვლად კუდიანებზე ნადირობისა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორი – სალომე ქოქიაშვილი

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ლარი უფასურდება და შეუძლებელია, ნებისმიერი იმპორტული პროდუქცია არ გაძვირდეს