“სერვისების განვითარების სააგენტო” საარჩევნო სიებში ცდომილების მიზეზებს განმარტავს

საარჩევნო სია საარჩევნო კომისიას გადასცა სერვისების განვითარების სააგენტომ. როგორც ცნობილია, ამ სიის მიხედვით, ამომრჩეველი განისაზღვრა 3 მილიონ 500 ათასით, რაც განსხვავდება საყოველთაო აღწერის მონაცემებისგან, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია 3 მილიონ 700 ათასით.

როგორც უწყებები განმარტავენ, ცდომილება იმის გამოა, რომ განსხვავებულია დათვლის მეთოდი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წლის განმავლობაში დაახლოებით ოთხჯერ უნდა მიაწოდოს ცესკოს საარჩევნო სია.

“ეს არის განსხვავება მეთოდოლოგიაში, შესაბამისად, შედეგებიც არის განსხვავებული და ასეც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვაძლევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც კი ოდესმე მოუპოვებია საქართველოს მოქალაქეობა და დარეგისტრირებულა საქართველოში მისამართზე, მათ კი აღწერეს მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები,” – განმარტა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი და კობა კობალაძე ავღანეთს ეწვევიან