პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა, დაკავებულია

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა დაკავებულია. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე სამართალდამცავი გიორგი ბიგვავაა. პროკურატურას გამოძიება ფაქტზე ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.

“სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვიყავი შეხვედრაზე შესული, რომელმაც დამიდასტურა, რომ ვიდეოზე ასახული ადამიანს ნამდვილად აცვია კრიმინალური პოლიციის ფორმა, თუმცა არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ნამდვილად მათი თანამშრომელია ვიდეოზე. დამიდასტურა ისიც, რომ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი დაბარებულია გამოკითხვაზე”, – თქვა “დროას” წევრმა, მარიამ სიჭინავამ.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის ქალს ქუჩაში კამათის დროს სახეში ურტყამს.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაკალაძე – თებერვლიდან 15-16 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება