არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და დუმილის უფლებას იყენებენ.

დაკავებულ ნუგზარ ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ოჯახი მოძალადეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, მოზარდმა ორივე დაკავებული პოლიციელი ამოიცნო.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის
შემდეგი სტატიაპოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა, დაკავებულია