პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 21 მარტს, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2020 11:26

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 21 მარტს, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების
აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან
ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ
მონიტორინგს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს,
მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში
თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში
იძულებით გადაიყვანა.
ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში,
იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია
დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ
მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ
რეგულაციებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2020 11:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics