პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდივის ათზე მეტი ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000
წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში
ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი
ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე
წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი
ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში
დააკავეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების
ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი,
დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების წარმომადგენელთა მილოცვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად გამორჩეულ მიტროპოლოტს, უნეტარესს ეპიფანეს (დუმენკო)
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა