პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 შეკვრად დაფასოებული,
„ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგაუმარჯოს თავისუფლებას და ახლად დაფუძნებულ უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას!
შემდეგი სტატიასაზოგადოების წარმომადგენელთა მილოცვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად გამორჩეულ მიტროპოლოტს, უნეტარესს ეპიფანეს (დუმენკო)