პოლიციამ ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

gulis eleqsiri

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას – 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ