სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს, ვაჟა გიგაურს, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის, 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიავახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან