პოლიციამ ბობოყვათის აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა.

ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ, რის გამოც გადაკეტეს რკინიგზის მაგისტრალი. სწორედ მაგისტრალის გახსნის მოთხოვნას მოჰყვა დაპირისპირება.

ამ დროისთვის რკინიგზის მაგისტრალი გახსნილია, საპროტესტო აქცია კი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკაიანმა სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასაბერძნეთში, ცოლ-ქმრის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული ქართველი ამბობს, რომ უდანაშაულოა