პოდოლიაკი: “საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია… ისინი სხვა რეალობაში არიან”

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან “ისინი სხვა რეალობაში არიან”.

ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინელ ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს გამოცემა SOVA ავრცელებს. პოდოლიაკმა გადაცემაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 11-თვიანი ომის შემდეგ, საქართველოს მთავრობას დღესაც არ ესმის “რომელ მხარეს უნდა იყოს”.

“საქართველოსადმი ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. არის ქართველი ხალხი, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. ხელისუფლება, რომელსაც ბატონი ივანიშვილის სახელი ჰქვია, რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს და მისგან ელის ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას და არა 2008 წლის ომის გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს” – ამბობს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის დავალებით, მონასტრებიდან გამოყრილი ბერები – ისტორიული ფაქტებით, სპეციალურად “თაიმერისთვის” მღვდელი გელასი აროშვილი
შემდეგი სტატიარუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან – ლუკ კოფი