პოდოლიაკი – ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს! (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

როგორც უკრაინული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, ყირიმის ხიდზე, რომელიც ნახევარკუნძულსა და უკრაინის დანარჩენ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად ხიდზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია.

https://youtube.com/shorts/PF8V0tBAQTg?feature=share

https://youtu.be/EnKCTc239s8

banner
წინა სტატიაშიყირიმის ხიდი ამ წუთებში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზელენსკი – რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი