ფხენიანმა იაპონიის ზღვის აკვატორიაში რაკეტები გაუშვა

დღეს, 3 მარტს, ფხენიანმა იაპონიის ზღვის აკვატორიაში რამდენიმე ახლო მანძილის რაკეტა გაუშვა – წერს სამხრეთ კორეული “იენხაპი”.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რაკეტები ვონსანას რაიონიდან იქნა გაშვებული, მათი ტიპი და რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გაშვება რამდენიმე საათში მას შემდეგ მოხდა, რაც გაერომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრი რეზოლუცია მიიღო.
გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ფხენიანის იანვრის მოქმედებებმა გამოიწვია – კიმ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ორჯერ გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ პირობა დადო, რომ მსოფლიო მოვლენებზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს
შემდეგი სტატიაკინო “საქართველოსთან” ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა