ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ზეღდულეთში – ადგილობრივებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება ისევ დაიძაბა.

ადგილობრივები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან მისვლა და გზის გადაკეტვა სურთ, თუმცა სამართალდამცველები ამის შესძლებლობას არ აძლევენ.

ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

მოსახლეობა გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობენ, რომ პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორსა და ამავე ცენტრის ექიმს, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს აცრილებად აღრიცხავდნენ, ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი – მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება! შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა