„პირველივე დღიდან ეს იყო პოლიტიკური, შეკერილი საქმე“ – ალექსი პეტრიაშვილი კაბალების საქმეზე

დღეს დილიდან სასამართლოში კაბელების საქმეზე ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ეს ბოლო პროცედურაა და შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გადის.

მთავარი პროკურორი კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს მოელის. ირაკლი შოთაძის აზრით პროკურატურამ მთლიანად დაასაბუთა დანაშაული.

ამ განცხადებას შეფასებები მოყვა თავისუფალი დემოკრატების მხრიდან. მათი თქმით, შოთაძე ამ განცხადებით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

თავისუფალი დემოკრატები იმედს გამოთქვამენ, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილი საქმეზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ ცნოს ბრალდებულები, რადგან მისი განმარტებით, მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, სხვა შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს იქნება პროკურატურის და ხელისუფლების დაკვეთა.

„პირველივე დღიდან ეს იყო პოლიტიკური, შეკერილი საქმე,“ – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესს, თითქმის უკვე 4 საათია ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. არ არის გამორიცხული ამავე პროცესზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვას.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს
შემდეგი სტატია(video) ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს აანონსებს