(video) ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს აანონსებს

ირაკლი ალასანია

alasaniaირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს აანონსებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით თუ სასამართლო ივანიშვილის ნებას დაემორჩილება და ე.წ კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, პარტია თანაგუნდელების დასაცავად არც ქუჩაში გამოსვლას გამორიცხავს. თუმცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოში არსებობენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.
აღნიშნული განცხადება ალასანიამ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის საპასუხოდ გააკეთა, შოთაძის თქმით ე.წ. კაბელების საქმეზე არის მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„შოთაძე იბრძვის, რომ ამ განაჩენით ივანიშვილს დაუდასტუროს რომ მისი გაპროკურორება სწორი გადაწყვეტილება იყო. მართლმსაჯულების აღსრულება სატელეფონო ზარებით და მოსამართლეების დაშინებით ხორციელდება, კონტროლს პირდაპირ ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. ამ განაჩენით დადასტურდება, რომ საქართველოს სასამართლო აკეთებს პირდპირ იმას, რასაც უკვეთავს ბიძინა ივანიშვილი. ეს იქნება ბოლო წვეთი , რომპროცესები გადავიდეს ახალ ფაზაში. ეს ფაზა იქნება, რომ მე მართლაც მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ , ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში. ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის დანამატი. მე ირაკლი ალასანია, ჩემი პარტია და მხარდამჭერები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ, ეს არ არის მისი საკუთარი ფირმა. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ადგილი აღარ არის, დაგვანებოს თავი და მიხედოს საკუთარ ბიზნესს. მას გონია რომ რადგან 7 მილიარდი აქვს შეუძლია ჯიბეში ჰყავდეს სასამართლო, პროკურატურა და პოლიტიკური პარტიები“-განაცხადა ალასანიამ.

https://youtu.be/DQ804vtGh8k

banner
წინა სტატიაში„პირველივე დღიდან ეს იყო პოლიტიკური, შეკერილი საქმე“ – ალექსი პეტრიაშვილი კაბალების საქმეზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: სააკაშვილმა იცოდა, რომ პარტიიდან წასვლას ვაპირებდი