პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების განხილვა მიდის სააპელაციოში, რა პოლიტმატიმრობაზეა საუბარია – პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე

“რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც არის უკმაყოფილო განაჩენით, მან უნდა გაასაჩივროს და ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. ამ საქმეში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, როგორც იცით უკმაყოფილოა როგორც ბრალდებული, ისე ბრალმდებელი, ორივემ გაასაჩივრა, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. რაც შეეხება მოწოდებებს, იქ იყო ერთი კონკრეტული განცხადება, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, ასეთი პირდაპირი მოწოდებები, მინიშნებები, შეფასებები, ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იქნას როგორც ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატიმრობაზეა საუბარია.” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ნიკა გვარამიას საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაზე.

banner
წინა სტატიაშივენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩის კანდიდატად განიხილება – გონჩარენკო
შემდეგი სტატია„ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული, რომ მისი ქვეყანაში არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ – მდინარაძე